Pages

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდოლოგია


ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებების აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას. ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების,ანალიზისა  და შეფასების საშუალება (ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები (ზეპირი და წერილობითი არამხატვრული ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური გამოვლინება.

 უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები: 
·         ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენიამოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული  უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს  გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი  პიროვნების აღზრდას
·         კითხვა. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებასსწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა  გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის  დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
·         წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავიხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ..). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.


საგნობრივი მიმართულებები

ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, მისი სწავლება ენის ამ ორი მთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს
·         ინფორმაციის გაგებაანალიზი და შეფასება, როგორც აზროვნების საშუალებაუპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას.  
·         ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად
·         მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური  -  ინდივიდუალური და შემოქმედებითი  -  პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან  გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა
·         პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები. ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.

პრობლემები, რომლებიც მართლაც,რომ ყურადსაღებია ენისა და ლიტერატურის სწავლებისას:
წიგნიერებისიმიტაცია
კითხვისა და წიგნისადმი ინტერესის შემცირება განსაკუთრებით აისახება ენისა და ლიტერატურის საგნის შესწავლის მოტივაციაზე. წიგნიერების
..“იმიტაციურიგამოცდილება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული და აპრობირებული მეთოდია. მოსწავლეები ეცნობიან ტექსტების მოკლე შინაარსებს, პერიფრაზებს, ეკრანიზაციებსაც კი.
შინაარსზე ორიენტირება
საგაკვეთილო პროცესში უმეტეს შემთხვევაში სასწავლო აქტივობები შემოფარგლება ნაწარმოების ..გარჩევითშინაარსის დამუშავებით, ისტორიულ-კულტურული მოცემულობის მწირი მიმოხილვით, ავტორის ბიოგრაფიის ზერელე გაცნობით ( დაბადება-გარდაცვალების და ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების მიმოხილვით). ნაკლები დრო ეთმობა ანალიტიკური, მაღალი სააზროვნო უნარების გასააქტიურებელ სავარჯიშოებს, ინტერპეტაციას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე, ვერ ხერხდება ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და თანამედროვე აქტუალურ პრობლემებთან წაკითხულის დაკავშირება, თანამედროვე კონტექსტის თანახმად გააზრება. მიზეზიდროის უკმარისობა და პროგრამული მასალის მოცულობაა. ტექსტის შინაარსის დამახსოვრება, მოკლე შინაარსის გადმოცემა ლიტერატურის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების მქონე ხელოვნების დარგის მნიშვნელობას აკნინებს. პროცესი ორიენტირებულია პრაგმატული მიზნის მიღწევაზე ( შინაარსის კარგად დამახსოვრება გამოცდის ჩაბარების წინაპირობაა).
საპროგრამო ტექსტების რაოდენობა და მოცულობა.
საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. საპროგრამო მხატვრული ნაწარმოებების მხატვრული, კულტურული, ეროვნული, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით რომელიმე მათგანის დათმობა პრობლემურია. შესაბამისად, მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი გაცილებით აღემატება მათი შესწავლისთვის გამოყოფილ დროს.
შინაგანი მოტივაციის ნაკლებობამიზეზები:
პროგრამულ ტექსტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნაკლებადაა გათვალისწინებული მოსწავლეების ასაკი, ასაკობრივი თავისებურებები, ფსიქოემოციური განვითარება, ინტერესები. ფსიქოლოგიური ბარიერები ტექსტის გაგების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი ტექსტები ამ რაოდენობით შესწავლისას მოტივაციის  შენარჩუნება. მოსწავლეთა ლექსიკური, სამეტყველო, ენობრივი, მხატვრული, ინტერტექსტუალური ( პარალელები სხვა ნაწარმოებებთან, ალუზიები…)და ექსტრატექსტუალური  კომპეტენციები საკმარისი არ არის მიწოდებული ტექსტების გასაგებად და გასააზრებლად.
ცხოვრებისული გამოცდილება და ტექსტების აქტუალობა
პროგრამულ ჩამონათვალშიც და სახელმძღვანელოებშიც მცირე ადგილი აქვს დათმობილი თანამედროვე ავტორების ტექსტებს, მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან თემებსა და მოტივებზე დაწერილ თხზულებებს, არადა ეს გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია ლიტერატურისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ლიტერატურული კანონის ფარგლებში შერჩეული ტექსტები მიუხედავად უპირობო მაღალმხატვრული და კულტურული ღირებულებისა, ამგვარ გამოცილებას ვერ სძენენ ახალბედა მკითხველს.
მონოკულტურული ჭრილი
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოთა გრიფირების წესზე თანდართულ ინსტრუქციაში სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების თაობაზე მითითებულია: „) სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ) სახელმძღვანელო უწყობს ხელს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში. მიუხედავად ამისა, ლიტერატურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გულისხმობს ლიტერატურის ნაციონალურ ჭრილში გააზრებას, ტრადიციულად დამკვიდრებული ლიტერატურის ისტორიის შესწავლას, ლიტერატურული ტექსტების გააზრებაც უმეტესად ჩაკეტილ, მონოკულტურულ ჭრილში ხდება.

ენობრივ-გრამატიკული ასპექტი
არასაკმარისი დრო ეთმობა ენობრივ-გრამატიკული კომპეტენციების დაუფლებას. გრამატიკული, სტილისტიკური,მხატვრული საშუალებების შესწავლა არასათანადო ხარისხით ხდებაშედეგად მოსწავლეები ორთოგრაფიულ, სინტაქსურ, სტილისტიკურ, პუნქტუაციურ ნორმებს  სასურველზე ( მოსალოდნელზე) დაბალი ხარისხით ეუფლებიან. უჭირთ სხვადასხვა ტიპის და სტილის ტექსტების გამართულად წერა, გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.



გამოყენებული ლიტერატურა:

იხილეთ აქ

http://mastsavlebeli.ge/?p=10278

http://ncp.ge/ge/qartuli-enisa-da-literaturis-stsavlebis-mimartulebebis-aghtsera 




Комментариев нет:

Отправить комментарий