Pages

რაიონული ღონისძიება ,,დედაენის დღე"



             2019 წლის 16 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა დედა-ენისა და სიყვარულის დღესთან დაკავშირებით კონკურსი; ''ო, ენავ, ჩემო..." ''ერთი ლექსის საღამო'' (ერთი ლექსი, მინი-სპექტაკლი, მინიატურა) VIII-XII კლასი.

                 ჩვენი,წალენჯიხის N4 საჯარო სკოლიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამმა მოსწავლემ: გიორგი ფელანგიამ,გიგა კვარაცხელიამ და მარიკა კვარაცხელიამ. ჟიურის მიერ გამოვლინდა რაიონის მასშტაბით გამარჯვებულები და მესამე ადგილი ერგო გიორგი ფელანგიას, ვულოცავ გიორგის დამსახურებულ წარმატებას, აქვე მინდა მივულოცო თითოეულ კონკურსანტს,თქვენ სამივენი გამარჯვებულები ხართ ჩემო კარგებო,რადგან იქ სკოლის სახელით იდექით.
              გიგა, განსაკუთრებულად გრძნობდი და განიცდიდი ლექსს,მჯერა,რომ ყოველთვის გაუფრთხილდები დედის გულს, რომელიც ასე კარგად წარმოადგინე!
             მარიკა,ჩვენო ძალიან დახვეწილო გოგონა,კლასიკურად და დახვეწილად იდექი სცენაზე!
     აქვე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მოხალისე,კონკურსგარეშე მყოფ ორ არაჩვეულებრივ ვაჟკაცს:საბა კვარაცხელიას,რომელმაც გააოცა დარბაზი და ლუკა შანავას თავისი კოლხურობით,მიყვახართ,მეიმედებით,ეიმედებით სკოლას!






მესამე ადგილის მფლობელი: გიორგი ფელანგია

განსაკუთრებულად გრძნობს ლექსს : გიორგი კვარაცხელია
დახვეწილი კონკურსანტი: მარიამ კვარაცხელია

კონკურსგარეშე მონაწილე: ლუკა შანავა

კონკუსრგარეშე მონაწილე, მე-2 კლასელი საბა კვარაცხელია (გადარია დარბაზი)

კომპეტენტური ჟიური






               





Комментариев нет:

Отправить комментарий